fbpx
16:24 | 2020-07-01 ავტორი: Prime Time

თბილისში ამ კაცმა ათობით ბავშვზე სექსუალურად იძალადა – როგორ სჯის კანონი პედოფილებს  

თბილისში ამ კაცმა ათობით ბავშვზე სექსუალურად იძალადა – როგორ სჯის კანონი პედოფილებს  

ბოლო დროს საქართველოში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი გახმაურდა და საერთო ჯამში ათეულობით ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

 

მაგალითად, მხოლოდ 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი.

 

გახშირებულმა ფაქტებმა დეპუტატებებს საკანონმდებლო ცვლილებებისკენ უბიძგა, ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ პედოფილების მიმართ კანონი საკმაოდ ლიბერალურია.

 

5, 7, ან 9 წელი – ძირითადად ამ სასჯელებით შემოიფარგლებოდა მართლმსაჯულება ბავშვებზე სექსუალურად მოძალადეების მიმართ, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, რომელთა ნაწილი მარტში, ნაწილი კი მაისში შევიდა ძალაში, სასჯელი მეტ-ნაკლებად გამკაცრდა.

 

მაგალითად, ახლა უკვე არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისიწნებს. გარდა ამისა, არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშულის ჩამდენ პირებს ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება ე.წ. პედოფილების რეესტრი – ბაზაში მყოფ პირებზე კი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდშიც გარკვეული კონტროლი დაწესდება.

სავარაუდოდ ამ ბაზაში მოხვდება ადამიანი, რომლის საქმეს საქართველოში შესაძლოა ანალოგიც კი არ ჰქონდეს.

 

სერიულ პედოფილიაში მხილებულ 43 წლის მამაკაცს საკანონმდებლო ცვლილებებმა ვერ მოუსწრო და შესაბამისად, მას გაცილებით მსუბუქი სასჯელი აკმარეს, თუმცა.

 

პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებულ გ.ვ-ს სასამართლომ 8 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის ნოემბერში შეუფარდა.

 

„პრაიმტაიმი“ გაეცნო საქმეს, რომელსაც ათობით დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცორისი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლის არის.

 

საქმის მთავარი ფიგურანტი 43 წლის ლიფტიორია, რომელიც ფსიქოლოგიური და სხვა სახის ზემოქმედებით არასრულწლოვან ბავშვებთან სქესობრივ კავშირს ძირითადად ლიფტში ამყარებდა.

 

6 წლის ბავშვის შოკისმომგვრელი ჩვენება - გარყვნილ ქმედებაში მხილებული კი თავისუფალია
2020-05-266 წლის ბავშვის შოკისმომგვრელი ჩვენება - გარყვნილ ქმედებაში მხილებული კი თავისუფალია

 

ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებული გ.ვ არასრულწლოვან ბიჭებთან სქესობრივ კავშირს ფარულად იღებდა.

 

სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს შორის სამართალდამცავებმა მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს ვიდეო–რეგისტრატორი მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათით, ასევე პრეზერვატივი, ხუთი მობილური ტელეფონი, „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, პლანშეტი და ფულადი თანხა.

 

საქმეში მტკიცებულებების სახით დევს ფარული აუდიო–ვიდეო მასალა, ფოტოსურათები და ექსპერტიზის დასკვნებიც, ასევე ათეულობით მოწმის ჩვენება, რომელთა ერთობლიობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გ.ვ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

 

რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდებს…. გაგაცნობთ, რამდენიმე ფაქტს, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რამდენად მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე.

 

აქვე გეტყვით, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ეპიზოდები იმდენად  შოკისმომგვრელია, რომ ჩვენ ყველა დეტალის გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ. სტატიაში დაზარალებულ  არასრულწლოვანთა ინიციალებიც შევცვალეთ, რათა გამომგვერიცხა მათი ინდენტიფიცირების მცირედი რისკიც კი.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ.ვ მთელი სამი წლის განმავლობაში (2014–2017 წწ)  ამყარებდა სხვადასხვა სახის სქესობრივ კავშირს არასრულწლოვან დ.ღ–სთან, რომელიც სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც პირველად გახდა პედოფილის მსხვერპლი. გ.ვ–ს აღნიშნული არასრულწლოვანი თბილისის მასშტაბით მდებარე სხვადასხვა კორპუსის ლიფტებში მიჰყავდა და სწორედ იქ ამყარებდა მასთან კავშირს. სავარაუდოდ, ბრალდებული დანაშაულის ადგილებს იმის მიხედვით არჩევდა, სადაც ის თავადვე მუშაობდა ლიფტიორად და დარწმუნებული იყო რომ მომხდარის შესახებ ვერვაინ გაიგებდა, თუმცა არასრულწლოვანი დ.ღ იგივე მიზნით მას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჰყავდა წაყვანილი. ყველა ჯერზე კი მას სქესობრივი კავშირის დამყარების სანაცვლოდ 30–30 ლარს უხდიდა.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გ.ვ. 25 ლარს უხდიდა 13 წლის ა.თ–საც ორალური სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ. აღნიშნული არასრუწლოვანი თავად ბრალდებულის საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ოთხჯერ გახდა პედოფილიის მსხვერპლი.

 

იმავე ადგილას გ.ვ–მ სქესობრივი კავშირი სამჯერ დაამყარა 12 წლის გ.მ–თანაც, რისთვისაც საერთო ჯამში 125 ლარა გადაუხადა.

 

ასევე საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გ.ვ–მ რამდენჯმერმე დაამაყარა სქესობრივი კავშირი 12 წლის ლ.პ–სთანაც. აღნიშნული არასრულწლოვანის ნდობა მან 2016 წელს სხვადასხვა გზით მოახერხა, სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ კი მას 20–20 ლარს უხდიდა.

 

ბრალდებულმა 15–20 ლარის სანაცვლოდ სექსობრივ კავშირზე დაითანხმა 13 წლის თ.რ–ც. დანაშაულის ადგილი ამ შემთხვევაშიც გ.ვ–ს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტია.

 

2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით გ.ვ–მ  ოთხჯერ დაამყარა კავშირი არასრულწლოვან თ.ნ–თან, რომელსაც ის ჯერ კიდევ 2010 წელს დაუხლოვდა. მაშინ აღნიშნული არასრულწლოვანი სულ რაღაც 10 წლის იყო.

 

გამოძიებით ასევე გამოვლინდა, რომ 2017 მარტში გ.ვ–მ 11 წლის ნ.ს წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ–ერთ აბანოში. არასრულწლოვანი შეიყვანა ამავე აბანოს კონკრეტულ ნომერში და მასთან ორალური სქესობრივი კავშირი დაამაყარა, რის სანაცვლოდაც ბავშვს 40 ლარი გადაუხადა.

 

2020-06-26"ყველას გავანადგურებ მშობლების თვალწინ" - მიშიკო ზაქარიაშვილი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე

 

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ პედოფილის ყველაზე პატარა მსხვერპლი 10 წლისაა. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ბრალებულმა ის 2014 წელს რვა წლის ასაკში გაიცნო და ორი წლის შემდეგ ფულადი თანხის დაპირების სანაცვლოდ განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ „გარყვნილი ქმედება“.

 

აღნიშნულ არასრულწლოვან გ.გ–თან მიმართებაში მან დანაშაული ოთხჯერ ჩაიდინა, პირველად მსხვერპლს 3 ლარი, მეორედ და მესამედ 5–5 ლარი, მეოთხედ კი ათი ლარი გადაუხადა.

 

ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ საქმეების, რომლის მთავარი ფიგურანტი 43 წლის გ.ვ გახლავთ. დაზარალებულ არასრულწლოვანთა სია გაცილებით ვრცელია, ისევე როგორც საქმის მასალები, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ეპიზოდი.

 

ამ შემზარავი ფაქტების მთავარი ფიგურანტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმრა, თუმცა სასჯელად მხოლოდ 8 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აკმარეს. უფრო მეტიც, ბრალდებულმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. მეორე ინსტანციაში განაჩენი არ შეცვლილა. ის ციხეს 6 წელში დატოვებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X