11:20 | 2020-06-30 ავტორი: Prime Time

თბილისში ახალგაზრდას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს – დაკავებულია 24 წლის ბიჭი

თბილისში ახალგაზრდას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს – დაკავებულია 24 წლის ბიჭი

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

 

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X