fbpx
19:21 | 2020-10-17 ავტორი: Prime Time

თბილისში, 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი ბინაში მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ის კონტაქტზე არავისთან გასულა.

 

სწორედ ამის გამო მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი საკუთარ საპირფარეშოში გარდაცვლილი დახვდათ.

 

პირველადი ინფორმაციით, 70 წლამდე ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ახლობლების გადმოცემით, ქალს გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა.

 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X