00:10 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

თბილისში 2 წლამდე ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა – გოგონას ლობიოს მარცვალი გადასცდა

თბილისში 2 წლამდე ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა – გოგონას ლობიოს მარცვალი გადასცდა

თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, უბედური შემთხვევა მოხდა.

 

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

“წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი”, – უყვება ოჯახის ახლობელი “ინფო რუსთავს”.

ავტორი: Prime Time


X