10:26 | 2020-06-12 ავტორი: Prime Time

თბილისის ზღვაზე გადაღებული ვიდეო, რომელიც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა – როგორ გადაარჩინეს მაშველებმა 14 წლის მოზარდი

თბილისის ზღვაზე გადაღებული ვიდეო, რომელიც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა – როგორ გადაარჩინეს მაშველებმა 14 წლის მოზარდი

12 ივნისს მეხანძრე მაშველების დღე აღინიშნება.

 

ქართველ მაშველებს ყოველდღიურად უამრავ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება. მათ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

 

ისინი დაუფიქრებლად შედიან ალში გახვეულ შენობებში, ნანგრევებში, ზღვაში და ა.შ.

 

„პრაიმტაიმის“ მიერ გასულ წელს მოპოვებული ვიდეო, რომელიც მაშველების ერთ-ერთ გმირულ ქმედებას ასახავს, სოციალურ ქსელში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

თბილისის ზღვაზე 14 წლის ბიჭის სასწაულებრივი გადარჩენის კადრები 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

 

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ იბრძვიან მაშველები მოზარდის გადასრჩენად – უტარებენ გულის მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას.

 

მაშველებმა მოზარდის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს, რის შემდეგაც ბავშვი „პედიატრიულ პრივატ“ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

„პრაიმტაიმი“ მოგვიანებით თავად ამ მაშველებს ესაუბრა ↓↓↓

 

მაშველებმა თბილისის ზღვაზე 14 წლის მოზარდი სასწაულებრივად გადაარჩინეს

😍 გაიცანით გმირი მაშველები, რომლებმაც თბილისის ზღვაზე 14 წლის მოზარდი სასწაულებრივად გადაარჩინეს🔺 „ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც იცი, რომ ვიღაცას შვილი გადაურჩინე და სიცოცხლე დაუბრუნე“ 🎞 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

Posted by Prime Time on შაბათი, 29 ივნისი, 2019

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X