fbpx
17:30 | 2020-03-30 ავტორი: თათია ცუკოშვილი

თბილისის მეტრო მუშაობას წყვეტს!

თბილისის მეტრო მუშაობას წყვეტს!

თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით,  სრულიად იკრძალება ნესბისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

 

„დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავოტმობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალსწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“,- აღნიშნა გახარიამ.

 

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი ხვალ, დილის 8 საათიდან ამოქმედდება.

 

  • იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება
  • დასაშვებია მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით მგზავრობა (ავტომობილში უნდა იყოს მხოლოდ 3 ადამიანი, ორი ადამიანი აუცილებლად უკანა სავარძელზე)
  • იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში
  • იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა (დასაშვებია მხოლოდ უახლოეს აფთიაქში, მაღაზიაში ან საავადმყოფოში გასვლის შემთხვევა)
  • საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ანუ ცხადდება კომენდანტის საათი.
  • მოეწყობა საკონტროლო პუნქტები: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში და გორში
  • ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას პირმა უნდა იქონის პირადობის დამადატურებელი საბუთი

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X