13:39 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყოფა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყოფა

ახალი ინფექციური კლინიკისთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელებისა და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გამართული და თანამედროვე ინფექციური კლინიკა.

 

“დღეს მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას, რომ ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზანი იქნება შენობის შეძენა ან აშენება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერმინისტრის თქმით, ახალი ინფექციური კლინიკის პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები