fbpx
22:53 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 კოვიდინფიცირებული მოათავსეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 კოვიდინფიცირებული მოათავსეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. ეპიდემიოლოგებმა თითოეული მათგანის კონტაქტები უკვე დაადგინეს.

 

საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 38 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

„დონორობა ვისაც გინდოდათ, გამომეხმაურეთ!“ - ახალი ინფორმაცია პატარა ნიკოლოზის შესახებ
2020-08-18„დონორობა ვისაც გინდოდათ, გამომეხმაურეთ!“ - ახალი ინფორმაცია პატარა ნიკოლოზის შესახებ

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, კლინიკაში 6 არასრულწლოვანი მკურნალობს. მათ შორის არის ერთი წლის პაციენტიც. მარინე ენდელაძის განმარტებით, მცირეწლოვანს გართულებები არ აღენიშნება.

 

კლინიკაში მსუბუქი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიც განაგრძობენ მკურნალობას, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში სტაბილური და დამაიმედებელია.

 

რამდენიმე რეტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი და კლინიკას კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული ეყოლება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X