fbpx
14:02 | 2020-10-14 ავტორი: Prime Time

თბილისის ერთ-ერთი ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა – ბაღმა მუშაობა გააჩერა

თბილისის ერთ-ერთი ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა – ბაღმა მუშაობა გააჩერა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისის 93-ე საბავშვო ბაღის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

დიღმის მასივში მდებარე ბაღი წელს პირველად გაიხსნა და უკვე 300-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული, თუმცა კოვიდინფექციის დადასტურების შემდეგ ბაღმა მუშაობა შეაჩერა.

 

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ბაღის დირექტორმა, ლამარა ტყავაძემ დაუდასტურა.

 

მისი თქმით, სპეცპედაგოგს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბაღთან შეხება ბოლოს 6 ოქტომბერს ჰქონდა, ანუ მაშინ, როდესაც სააღმზრდელო პროცესი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი.

 

„მას თანამშრომლებთან შეხება ჰქონდა 6 ოქტომბერს… იმ დღეს სახლში მისულს დაუფიქსირდა ტემპერატურა და სამსახურში აღარ გამოცხადებულა. გუშინ მიიღო ტესტის პასუხი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვებთან შეხება არ ჰქონია სააღმზრდელო პროცესი გავაჩერეთ. თანამშრომლები, ვისთანაც 6 ოქტომბერს ან მანამდე ჰქონდა კონტაქტი, ყველა კარგად გრძნობს თავს“, – გვითხრა ბაღის დირექტორმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X