08:35 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

თბილისის ამ უბნებში წყალი 15 საათით შეწყდება 

თბილისის ამ უბნებში წყალი 15 საათით შეწყდება 

GWP 15 ოქტომბერს, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.   აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა დამატებით ახალი ტუმბო-აგრეგატი, რაც წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის დილის 07:00 საათიმდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნახეთ ელის მარია სააკაშვილის ფოტოები 
2021-10-15ნახეთ ელის მარია სააკაშვილის ფოტოები 

 

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირს, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძეს, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ქიქოძის, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, ქიქოძის, სანაპიროს, პუშკინის, ასათიანის, ღვინის აღმართის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ქუთათელაძის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს – „ახალ თბილისსა“ და ,,ოლიმპიურ ქალაქს”.

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქუჩის და შესახვევის ნაწილს, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X