fbpx
16:23 | 2021-02-23 ავტორი: თამარ გონგაძე

„თავსაც უფრთხილდებოდა, ძლიერიც ჩანდა, მაგრამ ორგანიზმში ბევრი პრობლემა ჰქონდა” – ქეთი წიკლაური მამის უკანასკნელ დღეებზე

„თავსაც უფრთხილდებოდა, ძლიერიც ჩანდა, მაგრამ ორგანიზმში ბევრი პრობლემა ჰქონდა” – ქეთი წიკლაური მამის უკანასკნელ დღეებზე

ქეთი წიკლაური უსაყვარლესი მამის გარდაცვალებით მიღებული შოკიდან ჯერ ისევ არ გამოსულა. ის “პრაიმტაიმთან” თემურის უკანასკნელ დღეებზე, გართულებულ მდგომარეობასა და ბოლო იმედზე საუბრობს…

 

ქეთი წიკლაური: – ჯერ ვერ გავიაზრეთ თემურის წასვლა. რთულია ამ ინფორმაციის თავში დალაგება იმის მიუხედავად, რომ ორი თვე იავადმყოფა. იმდენად მჯეროდა, რომ გადავარჩენდით, რომ რთულია გასააზრებლად.

 

ეტაპობრივად იყო გართულებები; თრობო ემბოლიის შემდეგ უკეთესი დინამიკა წავიდა. მერე, პნევმოტოროქსის შემდეგ, უკეთესი დინამიკა წავიდა. ფილტვის შეხორცებას ველოდებოდით… წამლის შოვნა იმდენად სწრაფად ხდებოდა, ვფიქრობდით, რომ ღმერთის ხელი ერია და თემური გადარჩებოდა…

 

No description available.

 

1 თებერვლის, გარდაცვალების დღეს, დილით, თურქეთიდან, წამალი გამოვიწერეთ. თუმცა წინა დღეს იმდენად რთული სიტუაცია დაგვხვდა, რომ ოჯახი დავემშვიდობეთ… ბოლო ორი დღე ძალიან ცუდად იყო. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მჯერდა, რომ დაძლევდა და მოახერხებდა გამოჯანმრთელებას. არ გინდა დაკარგო უახლოესი ადამიანი.

 

გარეგნულად არ ეტყობოდა, თავსაც უფრთხილდებოდა, ძლიერიც ჩანდა, მაგრამ ორგანიზმში ბევრი პრობლემა ჰქონდა, რომელიც ჩვენ ვიცოდით, ოჯახის წევრებმა.

 

ისეთი გენეტიკა გვაქვს, მჯეროდა, რომ 100 წლამდე ჩვენთან იქნებოდა. ძალიან მენანება…

 

ავტორი: თამარ გონგაძე
X