12:30 | 2020-04-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

თავი შეიკავეთ საავადმყოფოში წასვლისგან! – რეკომენდაციები ორსულებს

თავი შეიკავეთ საავადმყოფოში წასვლისგან! – რეკომენდაციები ორსულებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატარული მიმართულების ხელმძღვანელის, ექიმ პაატა ჟორჟოლიანის განმარტებით, იმის თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებში რაიმე სახის პათოლოგიას იწვევს, ძალიან რთულია. ამის შესახებ მან „იმედის დილაში“ საუბრისას განაცხადა.

 

მტკიცებულებითი სახით რომ ვთქვათ, რომ კორონავირუსი ორსულებში რამე სახის პათოლოგიას იწვევს, ეს ძალიან ძნელია და ამას შესაბამისი კვლევა სჭირდება.

 

უფრო მეტად ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ არ მოხდეს ნაყოფის ზრდის შეფერხება ვირუსის ფონზე და ამის მონიტორინგი აუცილებელია.

 

ეს არის  რეკომენდაცია, რომელიც ამერიკის სამეანო კოლეჯმა მოგვაწოდა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

მისივე თქმით, ორსულებს კორონავირუსზე რაიმე განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ.

 

„ასეთ შემთხვევაში მკურნალობა არის ისეთივე, როგორც არაორსულ პაციენტებში.

 

განსხვავება აქ არ არის, მაგრამ მეორადი ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკების შერჩევა ორსულობის შესაბამისად უნდა მოხდეს, რათა ნაყოფზე ცუდი ეფექტი არ ჰქონდეს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

თავი შეიკავეთ საავადმყოფოში წასვლისგან

 

კარგი იქნება ონლაინკონსულტაცია ექიმებთან

 

რაც შეეხება რჩევებს, ექიმი ორსულებს პირველ რიგში ურჩევს, რომ თუ შესაძლებელია, ორსულებმა საავადმყოფოში სიარულისგან თავი შეიკავონ და ექიმებისგან კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში მიიღონ.

 

„თუ საჭიროება და საშუალება არის, რომ გადაიდოს ექიმთან ვიზიტი. კარგი იქნება ონლაინკონსულტაცია ექიმებთან.

 

სხვა მხრივ, ორსულებმა ის რეკომენდაციები უნდა შეასრულონ, რასაც სხვა დანარენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ ხოლმე“,- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ასევე, დაგაინტერესებთ: 

რატომ არ არიან ორსულები კორონავირუსით ინფიცირების რისკჯგუფში
2020-03-25რატომ არ არიან ორსულები კორონავირუსით ინფიცირების რისკჯგუფში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული
2020-03-28საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები