fbpx
10:27 | 2020-11-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა! – „იმედის კლინიკა“ Covid-19-ით გარდაცვლილ ექიმზე

თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა! – „იმედის კლინიკა“ Covid-19-ით გარდაცვლილ ექიმზე

„იმედის კლინიკა“ კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

საოჯახო დღესასწაულზე დაინფიცირებული ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა 
2020-11-27საოჯახო დღესასწაულზე დაინფიცირებული ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა 

 

„26 ნოემბერს მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა. საზოგადოებისა და მედია-საშუალებების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე „იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ექიმი დაინფიცირდა კორონავირუსით, სავარაუდოდ ამა წლის 17-18 ნოემბერს, როდესაც იგი ერთ-ერთ რაიონში, ახლობელ ოჯახთან სტუმრად იმყოფებოდა.

 

რაიონიდან დაბრუნებისთანავე ზაზა იმერლიშვილს აღენიშნებოდა ვირუსული ინფექციის სიმპტომები და შესაბმისად იგი კლინიკაში აღარ დაბრუნებულა.
ვინაიდან ბატონი ზაზა გახლდათ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი, მან თავად შეიტანა ეჭვი კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებაში და ჩაიტარა ანტიგენტესტი, რის შედეგადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

თვითიზოლაციაში, ბინაზე მკურნალობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მოხდა ზაზა იმერლიშვილის ჰოსპიტალიზაცია მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრში. სამწუხაროდ, ბატონ ზაზას ჰქონდა მძიმე სომატური დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხძარღვთა დაავადებები…

 

ექიმების თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, საუბედუროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა!

 

გუშინ, 26 ნოემბერს ჩვენმა ქვეყანამ და „იმედის კლინიკამ“ დაკარგა ყველასათვის საყვარელი ექიმი და დიდი გულის ადამიანი!

 

„იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ზაზა იმერლიშვილის ოჯახს და მის თითოეულ პაციენტს ამ უდიდეს დანაკლისს.

 

საქართველოს მოსახლეობას კი რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X