fbpx
23:25 | 2020-10-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლების ნაცვლად სამხარეო პოლიციის უფროსი ჩაბარდა

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლების ნაცვლად სამხარეო პოლიციის უფროსი ჩაბარდა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი ადამიანების ნაცვლად, მძარცველს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

 

ის ახლა თავდამსხმელთან ერთადაა. მის გარდა, მძევლებს შორის კიდევ ორი პირია – ბანკის მენეჯერი და სავარაუდოდ, მომხმარებელი, რომელიც შეჭრისას ბანკში იმყოფებოდა.

 

გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მძარცველმა შენობა ხელყუმბარით დატოვა, მის თანმხლებ პირთაგან ერთ-ერთს ჩანთა გამოჰქონდა, სავარაუდოდ მოთხოვნილი თანხა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X