
ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური ფილიალი შეირაღებულმა თავდამსხმელებმა დააყაჩაღეს.
ბანკში 2 თავდამსხმელი შეიჭრა. შენობაში იმყოფებიან როგორც თანამშრომლები, ასევე კლიენტები. მათმა ნაწილმა შენობის დატოვება მოახერხა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მძევალი, თავდამსხმელებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოუშვეს.
„შეიარაღებულები არიან. ორი პირი შემოიჭრა. ბანკში დაახლოებით 30 ადამიანია,“- განაცხადა ერთ-ერთმა მძევალმა.
იხილეთ ვიდეო → თავდამსხმელებმა მძევლად აყვანილი ბებო გაათავისუფლეს