fbpx
15:53 | 2020-05-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თავდადებულის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა

თავდადებულის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა

საბურთალოს რაიონში, თავდადებულის ქუჩა N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა.

 

პროექტის შედეგად, სხვადასხვა სახის ატრაქციონი, ლედ განათების სისტემა, ფეხით სავალი ბილიკები და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი მოეწყო.

 

ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი და ტერიტორია ხის ღობით შემოიფარგლა.

 

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვისი+“ შეასრულა. პროექტი კი, გამგეობის ბიუჯეტიდან 74 116 ლარით დაფინანსდა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე
X