14:50 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

„თავად მწამებელი ლომჯარია, რა თქმა უნდა, მწამებელს იცავს“ – თამარ ივერი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კადრებს ეხმაურება

„თავად მწამებელი ლომჯარია, რა თქმა უნდა,  მწამებელს იცავს“ – თამარ ივერი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კადრებს ეხმაურება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კადრებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ფაქტი ძალიან ცუდია, თუმცა ამის გამო ბავშვის დაბულინგება, რომლის ხმაც ვიდეოში ისმის, მიუღებელია.

 

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოველების ორთაბრძოლა, რაც აკრძალულია თბილისის ადგილობრივი კანონით, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა საქართველოს მასშტაბით და ამას ხშირად ზრდასრული ადამიანები უკეთებენ ორგანიზებას.

 

აქ კი საქმე იმ მოზარდთან გვაქვს, რომელსაც ჯერ სავარაუდოდ სკოლაში ბაში-აჩუკიც არ გაუვლია. საქმე ძალიან მგრძნობიარე ასაკთან გვაქვს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს.

 

ცხადია, რაც მოხდა არავინ ამართლებს. ფაქტი დასაგმობია, მაგრამ არსებობს კანონი, მორალი და შეგნება. არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას 7-8-ე კლასელ ბავშვს ნაბ….რი ეძახოთ ან/და თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ“,- წერს ვახტანგ ლომჯარია.

 

დღეს ვრცელდება საკმაოდ მძიმე კადრები ერთი პატრონიანი ძაღლის მიერ მეორე ძაღლის დაგლეჯვისა და მოკვლის შესახებ, რომელსაც…

Posted by Vakhtang Lomjaria on კვირა, 31 მაისი, 2020

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ამ განცხადებას გამოეხმაურა ოპერის ვარსკვლავი თამარ ივერი.

 

როგორც იგი ამბობს, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, იგი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ამ შემთხვევაში ბავშვი ისეთი პატარა არ იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო რა ჩაიდინა.

 

„თავად მწამებელი ლომჯარია…რათქმაუნდა მწამებელს იცავს! გასაგებია ასაკის სენსიტიურობა,მაგრამ ყველა ცივილიზებილ ქვეყანაში ასე ხდება:ჩაიდინე-დაისაჯე!! წერტილი. მით უმეტეს,როცა 10წელზე მეტისაა ადამიანი და არც თუ ისე პატარაა რომ ვერ ხვდებოდეს რას სჩადის.

 

დიახ,ცხოვრებაში ის უნდა დაგამახსოვრდეს რომ ძალიან ცუდი ჩაიდინე, უდანაშაულო ძაღლი სასტიკად მოაკვლევინე შენს ძაღლს, რის გამოც საზოგადოებამ გაგკიცხა და სათანადოდ დაისაჯე“,- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

 

სასტიკი მოპყრობა ძაღლზე - ვიდეო TikTok-ზე გამოქვეყნდა და მალევე წაშალეს
2020-05-31სასტიკი მოპყრობა ძაღლზე - ვიდეო TikTok-ზე გამოქვეყნდა და მალევე წაშალეს

 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ცხოველზე სასტიკი მოპყრობის ვიდეო 31 მაისს აიტვირთა. ვიდეოში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის ხმა ისმის, თუმცა ამ ფაქტს შსს გამოიძიებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსი აცხადებენ, რომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +