fbpx
00:58 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

თავად ბაბუა ჯუზეპე ვერდი დამლოცავს ზეციდან – ვაშაძის ავტოზარმა თამარ ივერს იდეა შთააგონა

თავად ბაბუა ჯუზეპე ვერდი დამლოცავს ზეციდან – ვაშაძის ავტოზარმა თამარ ივერს იდეა შთააგონა

საოპერო ვარსკვლავი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სახალისო ფაქტზე წერს. როგორც ირკვევა, მომღერალიც მათ რიგებში აღმოჩნდა, ვისაც გიორგი ვაშაძე ურეკავს.

 

„რეკავს, რეკავს ტელეფონი… გარკვეული ნომერი აწერია.
ვპასუხობ: გისმენთ…

 

უცებ მესმის: გამარჯობათ, გიორგი ვაშაძე ვარ. იმის გამო რომ მას შორიდან ვიცნობ და შევხვედრილვარ… ვეუბნები: უიჰ,ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით, რა სიურპრიზია თქვენი ზარი, რა ხდება თქვენკენ? ემზადებით? ….

 

ამ შუა ლაპარაკში ვარ და უცებ ვიგრძენი რომ ისიც პარალელურ რეჟიმში აგრძელებდა ლაპარაკს… გავჩერდი, ყური მივუგდე და თურმე სარეკლამო ავტომოპასუხე არ ყოფილა? ყველას გიწვევთ ჩემი პარტიის შეკრებაზეო. ამივარდა ჩემს თავზე სიცილი.

 

ისე… სულ იმაზეა წუწუნი, ხალხი თეატრში არ დადისო და მეც იდეა მომივიდა,ასევე სარეკლამო ავტომატურ რეჟიმში ხომ არ ჩამომერეკა თბილისში მაცხოვრებელ “ქუდზე კაც”აბონენტთან:

 

გამარჯობა! თამარ ივერი ვარ, გადადგი შენი ქვეყნის კულტურის გადარჩენისთვის სასიკეთო ნაბიჯი! დადე აგური მის მშენებლობაში! შევიკრიბოთ კვირას,11ოქტომბერს, ოპერის თეატრში ჯ.ვერდის “დონ კარლოს” ზე, სადაც მერწმუნეთ ძალიან ხმამაღლა ვიტყვი ელიზავეტა ვალუას სათქმელს, ფილიპ მეორის მიერ ესპანეთში უსამართლო რეჟიმის ბოგინის დამხობის საქმეში!! შემომიერთდით!! აღარ არის გულგრილობის დრო, ყველას გელით!! მერე ვნახავ რა ანშლაგით წავა “დონ კარლოსი” თავად ბაბუა ჯუზეპე ვერდი დამლოცავს ზეციდან,“- წერს თამარ ივერი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X