23:55 | 2020-05-19 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

თათული ედიშერაშვილმა “პოსტ ტვ” დატოვა – რომელ არხზე იხილავთ მსახიობს

თათული ედიშერაშვილმა “პოსტ ტვ” დატოვა – რომელ არხზე იხილავთ მსახიობს

მსახიობი თათული ედიშერაშვილი მაყურებელმა წლების წინ, სერიალიდან “შუა ქალაქში” გაიცნო. მისი პერსონაჟი თამარი, ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ დარჩა, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

 

რამდენიმე თვის წინ, თათული მაყურებელს ახალ ამპლუაში მოევლინა, ის “პოსტვ”-ზე ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანი გახდა.

 

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მსახიობმა ტელევიზია დატოვა და ამიერიდან მაყურებელს ახალ ქართულ სერიალში “დიდი ოჯახი” შეხვდება, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში გავა.

 

– თათული, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პოსტტვ” დატოვეთ და “მთავარ არხზე” სერიალში გამოჩნდებით…

 

– კი, დავტოვე ტელევიზია და სერიალში მიხილავს მაყურებელი. მე ვარ მსახიობი და როლზე უარის თქმა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში წარმოუდგენელი აღმოჩნდა.

 

ეს არის ის სტაფი, რომელთანაც წლების მანძილზე ვიმუშავე, გავიზარდე, გავზარდეთ ერთმანეთი შეუძლებელი იყო მათთან მუშაობაზე უარი მეთქვა.

 

არ აქვს მნიშვნელობა ეს სად გაკეთდებოდა. მგონია რომ ამ სტაფის წევრები ყველა ნათესავები ვართ. მე პირველ რიგში დავთანხმდი ახალ როლს, პრომოს მიმართ გამოხმაურებას თუ შევხედავთ, იმედი მაქვს სერიალიც ასეთივე წარმატებული იქნება.

 

– ღამის შოუს ჯგუფი აკეთებს ამ სერიალს?

 

– მეტი დეტალისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები