12:30 | 2020-04-03 ავტორი: Prime Time

ტარიელ ონიანის განაჩენი ცნობილია – „საქართველოში პატივს მცემენ და „გენერლად“ მომიხსენიებენ“

ტარიელ ონიანის განაჩენი ცნობილია – „საქართველოში პატივს მცემენ და „გენერლად“ მომიხსენიებენ“

ესპანეთის სასამართლომ ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი გაასამართლა. მოსამართლე მარია რიერას გადაწყვეტილებით, ონიანს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასჯელს ესპანეთის ციხეში მოიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

 

სასამართლო პროცესებზე ონიანი ამტკიცებდა, რომ ის კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი არ არის და „კანონიერი ქურდობა“ მხოლოდ ლეგენდაა.

 

→ თავს უმწეოდ ვგრძნობ – ტარიელ ონიანი „კანონიერ ქურდობას“ უარყოფს

 

→ კრიმინალური პრინცესა საქართველოდან – ვინ არის ტარიელ ონიანის ქალიშვილი

 

ესპანეთის პროკურატურა ონიანს დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავებოდა. საგამოძიებო ორგანო ირწმუნება, რომ ბრალდებული „კანონიერი ქურდების ქუთაისური კლანის კრიმინალური გენერალია“.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავად ონიანმა სასამართლო პროცესზე უარყო კრიმინალურ იერარქიაში მაღალი სტატუსი და განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ ლეგენდაა“.

 

ესპანეთმა ტარიელ ონიანის ექსტრადირებაზე რუსეთთან მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველ „კანონიერ ქურდს“ მოსკოვში 10-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა.

 

საბოლოოდ, რუსეთი ესპანეთში ექსტრადირებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მიიღო გარანტია, რომ ონიანს იქ ფულის გათეთრების ბრალდებას მოუხსნიდნენ და მხოლოდ მაფიის წევრობის ბრალდებით გაასამართლებდნენ.

 

ფულის გათეთრებაზე ონიანს ესპანეთში მრავლწლიანი სასჯელი ელოდა, რუსეთის ულტიმატუმის და ვრცელი მიმოწერის შემდეგ კი მას ბრალი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდება. რუსეთის ძალისხმევით, ქართველ „კანონიერ ქურდს“ მხოლოდ 4-წლიანი პატიმრობა აკმარეს.

 

ონიანის ვერსიით, ტერმინი – „კანონიერი ქურდი“ ბოლშევიკების დროს გაჩნდა და იგი ეხება კრიმინალებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს იმპერიის დამხობაში.

 

„მას შემდეგ, რაც სტალინმა მიაღწია მიზანს და მოახერხა ცარისტული რეჟიმის დასრულება, ამ ინსტიტუტმა (კანონიერი ქურდების ინსტიტუტი) დაკარგა თავისი მნიშვნელობა“, – თქვა ონიანმა სასამართლო მოსმენაზე.

 

მისი თქმით, იმ დროის შემდეგ არცერთი „კანონიერი ქურდი“ არ არსებობს და არც პირადად ის მიაკუთვნებს თავს „კანონიერ ქურდებს“.

 

გარდა ამისა, ონიანი გამოეხმაურა პროკურატურის ბრალდებას, რომ ის „ქუთაისის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების კრიმინალური გენერალია“.

 

ონიანმა აღნიშნა, რომ მას საქართველოში პატივს სცემენ და გენერლად მოიხსენიებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ომის დროს თანამოქალაქეებით დაკომპლექტებულ გასამხედროებულ დანაყოფში გენერლად ითვლებოდა.

 

ონიანმა კატეგორიულად უარყო კავშირი საქმის მასალებში ნახსენებ სხვა კრიმინალურ „ავტორიტეტებთან“ და განაცხადა, რომ არასდროს მონაწილეობდა მაფიის შეკრებებში.

 

„თავს უმწეოდ ვგრძნობ. არ ვიცი, როგორ დავამტკიცო, რომ ასეთი ორგანიზაცია – „ქუთაისის დანაშაულებრივი დაჯგუფება“ – არ არსებობს. მე არ ჩამიდენია რაიმე დანაშაული, მე არ ვარ დამნაშავე არაფერში და გთხოვთ, რომ ყველა ბრალდება მომიხსნათ, რასაც ისინი (პროკურატურა) მედავებიან“, – მიმართა ტარიელ ონიანმა მოსამართლეს.

 

პროკურორის თქმით კი, ონიანი ესპანელ სამართალდამცველებს ერთხელ უკვე დაუძვრა ხელიდან, როდესაც წლების წინ სპეცოპერაციის დროს უნდა დაეკავებინათ, თუმცა პოლიციის თვალწინ გაიქცა და ადგილზე მიატოვა არასრულწლოვანი შვილი, გვანცა ონიანი, რომელიც მოგვიანებით კატალონიის ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

• რა პირობებში იმყოფება ტარიელ ონიანი ესპანეთის ციხეში

 

• ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ რუსეთმა ესპანეთს გადასცა

 

• ექსკლუზიური კადრები მარსელის ციხიდან

 

• ფარული ჩანაწერი – გამოძალვა „კანონიერი ქურდის“ სახელით

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები