12:36 | 2021-10-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ეკლესიაში მივყავდი, მეუბნებოდა, რომ შევცოდე და უნდა მომენანიებინა“ – ბაბუას 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

„ეკლესიაში მივყავდი, მეუბნებოდა, რომ შევცოდე და უნდა მომენანიებინა“ – ბაბუას 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

გავრცელებული ცნობით, შუა ხნის მამაკაცი შიდა ქართლში შვილიშვილზე სექსუალურად 5 წლის განმავლობაში ძალადობდა.

 

50 წლის კაცი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა.

 

მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და ძალადობის შესახებ დედას უამბო.

 

ცნობილი ხდება არასრულწლოვნის ჩვენება, რომელიც მან სამართალდამცავებს მისცა.

 

„მეორე დილით პაპამ მითხრა, რომ მომხდარი ორივეს დიდი შეცდომა და ცოდვა იყო, ამიტომ ეკლესიაში წაყოლა მთხოვა. გავყევი კიდეც. მივედით ტაძარში, მითხრა, რომ მასთან ერთად უნდა მელოცა „მამაო ჩვენო“ მეთქვა და ორივეს მოგვენანიებია წინა ღამით ჩადენილი დანაშაული. მე ვფიქრობდი, რომ რაც თავს გადამხდა იყო მართლაც ჩემი ბრალი, რის გამოც ღმერთს პატიებას ვთხოვდი. ჩვენ ცოდვები მოვინანიეთ. პაპამ მითხრა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა – ამის მიუხედავად, ყოველთვის როდესაც მასთან სახლში ვრჩებოდი ჩემთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასეთ ფაქტს 40-ჯერ მაინც ჰქონდა ადგილი“, – წერს 13 წლის გოგონა ჩვენებაში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X