fbpx
15:12 | 2020-11-18 ავტორი: Prime Time

თამბაქოს ზიანის შემცირება – მსოფლიო ჯანდაცვის მიზანი და განსხვავებული მიდგომები მის მისაღწევად

თამბაქოს ზიანის შემცირება – მსოფლიო ჯანდაცვის მიზანი და განსხვავებული მიდგომები მის მისაღწევად

მსოფლიო ჯანდაცვის სფეროში კვამლისგან თავისუფალი თამბაქოს პროდუქტების შესახებ დავა აქტიურად მიმდინარეობს. მართალია, ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა მიღწეული შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. დღეს მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა 1.1 მილიარდს უტოლდება და ექსპერტთა ვარაუდით,  2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩება. შექმნილ ვითარებასთან საბრძოლველად ჯანდაცვის ორგანიზაციები საუკეთესო საშუალებად აკრძალვებს მიიჩნევენ.

 

განვიხილოთ ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითი: ავსტრალია- ავსტრალიაში რეგულაციები ტრადიციულ და ელექტრონულ სიგარეტებზე მკაცრი ხასიათის მატარებელია, რაზეც ჯანდაცვის მინისტრის გრეგ ჰანტის გადაწყვეტილება მეტყველებს, რომელმაც სრულად აკრძალა ქვეყანაში ელ. სიგარეტების იმპორტი. აკრძალვების მიუხედავად, 2019 წლის მონაცემების თანახმად, ავსტრალიაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ზრდასრული მოსახლეობის 11.6%-ს შეადგენს.

 

ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებზე აკრძალვები მოქმედებს სინგაპურშიც, სადაც პროდუქტის გაყიდვა, მოხმარება და იმპორტი კანონით იკრძალება. სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად საუკეთესო გზას თამბაქოს პროდუქტებზე შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება წარმოადგენს.

 

აღსანიშნავია საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ ინსტიტუციების, ექსპერტებისა თუ მთავრობების მზარდი რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. იმ ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოთა შორის, რომელთაც გამოიჩინეს ინიციატივა აღიარონ უკვამლო პროდუქტების განსხვავებული ბუნება და მიიღონ რეგულაციები, რათა მწეველებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასა და თავად ამ ნაკლებად მავნე და მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატიულ პროდუქტებზე, აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები: საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია და ბულგარეთი. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად როგორიცაა ნორვეგია და ახალი ზელანდია, უკვე გამოხატეს საკუთარი მზადყოფნა ამავე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისათვის.

 

ახალ ზელანდიაში არაწვად თამბაქოს პროდუქტებსა და ვეიპინგზე ლიბერალური პოლიტიკა მოქმედებს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა აღიარებს ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების შემცირებულ რისკებს. ქვეყანაში ნაკლები რისკის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების გავრცელების შედეგად ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.

 

იაპონია- „2016-2019 წლებში იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზს კი მომხმარებლის მხრიდან მოწევის ალტერნატიულ საშუალებაზე გადასვლა წარმოადგენს“, – ვკითხულობთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

მარკეტინგული კვლევების თანახმად, იაპონია ალტერნატიულ სიგარეტებზე მოთხოვნის კუთხით ლიდერობს. ჯანმოს მონაცემების თანახმად, 2019 წლისთვის ქვეყანაში მოწყობილობის მომხმარებელთა ოდენობა 3 მილიონი იყო.

 

„გახურებადი თამბაქოს პროდუქტები სიგარეტის გლობალური ბაზრის რეფორმაციის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენენ. მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება ტრადიციული მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადებების შემცირება და მომხმარებლისთვის შედარებით უსაფრთხო მოწევის ალტერნატივის შეთავაზება“, – ვკითხულობთ ჩრდილოეთ კაროლინისა და ოტავის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

საბერძნეთი- საბერძნეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აქტიურ და პასიურ მწევლებზე თამბაქოს უარყოფითი გავლენის შემცირება შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ტრადიციული სიგარეტების მოხმარების შეწყვეტას და სრულად ჩაანაცვლოს ის.

 

საქართველოს ბაზარზე თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები ხელმისაწვდომია. მიუხედავად ამისა, ზრდასრულ მომხმარებელს არ აქვს წვდომა ამ პროდუქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს ზიანის შემცირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

“ზრდასრულ მომხმარებლებს, რომლებიც არ ან ვერ ანებებენ თავს მოწევას, აქვთ უფლება მიიღონ ოფიციალური და მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ”, – ამბობს დევიდ სვეანორი, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

 

 

R

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X