20:16 | 2020-08-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„თამარს აბულინგებდა!“ – ბაჩანა ლობჟანიძე კომპანია ZAG-ის დირექტორის დაკითხვას ითხოვს

„თამარს აბულინგებდა!“ – ბაჩანა ლობჟანიძე კომპანია ZAG-ის დირექტორის დაკითხვას ითხოვს

შსს-ში საკუთარი გადაწყვეტილებით, ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე მივიდა.

 

ის კომპანია ZAG-ის დირექტორს, ნიკა გეჯაძეს თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

მას ამის ვარაუდის საფუძველს გამოძიებისთვის გეჯაძის მიერ გადაცემული წერილის შინაარსი აძლევს, თუმცა ამ დრომდე, დადასტურებული არ არის, რომ აღნიშნული წერილი მართლაც ბაჩალიაშვილის მიერ არის დაწერილი.

 

ამიტომ, ბაჩანა ლობჟანიძე ნიკა გეჯაძის გამოკითხვას მოითხოვს.

 

„ის პიროვნება, ვინც არის, თამარს აბულინგებდა. წერილში ასახელებს პიროვნებასო, თავად გეჯაძის ის გოგონა, რომელსაც მასთან ურთიერთობა აქვს.

 

უკვე დაკითხული უნდა ჰყავდეს გამოძიებას ტატანაშვილიცა და გეჯაძეც, თუ მათი ჩხრეკა უკვე იყო.” – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.

 

მობილური ტელეფონი გახსნილი დამხვდა - ბაჩალიაშვილის ადვოკატმა ექსპერტიზის ბიურო დატოვა
2020-08-08მობილური ტელეფონი გახსნილი დამხვდა - ბაჩალიაშვილის ადვოკატმა ექსპერტიზის ბიურო დატოვა

 

შეგახსენებთ, კომპანია ZAG-ის დირექტორმა, ნიკა გეჯაძემ წერილი გაასაჯაროვა, რომლის ავტორადაც ის თამარ ბაჩალიაშვილს ასახელებს.

 

„ძვირფასო მე,

 

გწერ 2020 წლის 4 აპრილიდან

თუ არ წაიკითხავ, უკეთესია.

მართალია, ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასოდეს მოგწერდი, მაგრამ, ეს უნდა გავაკეთო. თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო.

 

ნეტა იცოდე, რამდენ რამეს გადავაბიჯე, ეს რომ მომეწერა.

პირველი, რაც მინდა იცოდე, ისაა, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოგქცევივარ, გულშიც კი არ გამივლია, შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება. არასდროს, არც შეგნებულად და არც შეუგნებლად.

პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის. არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი, ან რა როგორ მიიღე, რა მოგიყვა და რა როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ, მერწმუნე, არასდროს, არასდროს, განგებ ცუდის ჩადენა არც კი გამიფიქრია.

ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ და არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ.

მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი, სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე ძალიან სხვანაირად იქნებოდა.

 

მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის, შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული ***-ის სწავლა-განათლებითა და მასთან ურთიერთობით.

 

მახსოვს ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან, ამის ფონზე კი შენი დაცვის იმედით გათამამებული შენი „მეგობარი“ მამცირებდა…

 

იქნებ, ერთადაც გადაწყვიტეთ ასე. კოშმარად მექცა ყოველი აივანზე გასვლა და მერე გიკვირდათ, რატომ არსად არ დავდიოდი…

 

შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ? უფრო მეტად რომ გაგგიხანგრძლივო სიამოვნება, გეტყვი, რომ თვითმკვლელობაზე ვიფიქრე არაერთხელ.

 

შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არცერთი ნაბიჯი. ვერ შევირგე ევროპაში ეს ერთი წელი, რადგან სულ იმაზე ვფიქრობდი, სად, ან როგორ იყავი, რას შვებოდი, რას გრძნობდი, ან რას ფიქრობდი. გულწრფელად გისურვებ ყველაფერ კარგს.

 

დაე, ისე იყოს ყველაფერი, როგორც შენ გინდა….” – ნათქვამია წერილში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X