20:53 | 2021-07-14 ავტორი: Prime Time

თამარ ტალიაშვილი: თუ ოპოზიციის დღის წესრიგი ისაა, რომ მოქმედი მთავრობა არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად ჩაანაცვლოს, დემოკრატიის მთელ იდეას თავდაყირა აყენებს

თამარ ტალიაშვილი: თუ ოპოზიციის დღის წესრიგი ისაა, რომ მოქმედი მთავრობა არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად ჩაანაცვლოს, დემოკრატიის მთელ იდეას თავდაყირა აყენებს

ოპოზიციის უფლებები და პასუხისმგებლობა პარლამენტში – ამ თემაზე ბრიუსელში ონლაინ-კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობს. შეხვედრა ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს მიერ არის ორგანიზებული. მასზე სიტყვით დეპუტატი თამარ ტალიაშვილი გამოვიდა.

 

„თუ ოპოზიციის დღის წესრიგი ისაა, რომ დაუყოვნებლივ, ახლავე ჩაანაცვლოს მოქმედი მთავრობა არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, დემოკრატიის მთელ იდეას თავდაყირა აყენებს. მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა იმ არგუმენტებზე, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია მოცემული. ჩვენ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით შევთანხმდით პარლამენტში შესვლასა და საპარლამენტო საქმიანობაში სრულ მონაწილეობაზე, ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. სტაბილურობას ამ რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!