fbpx
12:12 | 2020-09-23 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

თამარ მაყაშვილის ქალიშვილის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლის შესახებ დედის გადაწყვეტილებაზე

თამარ მაყაშვილის ქალიშვილის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლის შესახებ დედის გადაწყვეტილებაზე

2020 წლის არჩევნებში კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ნუგზარ კვაშალის და ზურაბ ცინცქილაძის შემდეგ, არCევნებში ბედს კიდევ ერთი მსახიობი თამარ მაყაშვილი ცდის.

 

თამარ მაყაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად იყრის. ის დამოუკიდებელი კანდიდატია და იმედი აქვს, საბურთალოელები მხარს დაუჭერენ.

 

Exclusive: „ჩემს კარს ექნება წარწერა „სულ მცალია ჩემი მოქალაქეებისთვის“! - თამარ მაყაშვილი საბურთალოზე კენჭს იყრის
2020-09-21Exclusive: „ჩემს კარს ექნება წარწერა „სულ მცალია ჩემი მოქალაქეებისთვის“! - თამარ მაყაშვილი საბურთალოზე კენჭს იყრის

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რა რეაქცია ჰქონდა დედის გადაწყვეტილებაზე მის ქალიშვილს, მსახიობსა და ტელეწამყვანს ნინუცა მაყაშვილს.

 

– დიდი ქალია და თავის საქმე თვითონ იცის. ჩემი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ არც ამჯერად შეიცვლება. მხარს ვუჭერ დედას, თუ ეგრე უნდა, რატომაც არა?

 

საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის თამრიკოს ეს გადაწყვეტილება. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი დედაა, არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში არ ჩავერთვებით.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი


X