fbpx
17:32 | 2020-08-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თამარ ბაჩალიაშვილის უკანასკნელი დაბადების დღის ამსახველი კადრები (ფოტო/ვიდეო)

თამარ ბაჩალიაშვილის უკანასკნელი დაბადების დღის ამსახველი კადრები (ფოტო/ვიდეო)

არის თუ არა ბაჩანა ლობჟანიძე ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი? გარდაცვლილის დედა მის მიმართ გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს და ამბობს, რომ მანამდე არასდროს უნახავს. ადვოკატი მიშა რამიშვილის კი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ირწმუნება, რომ „ლობჟანიძეს დავალება ჰქონდა შესასრულებელი და ის ვიღაცის მიერ მართულია“

 

თავად ბაჩანა ლობჟანაძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს 2015 წლიდან იცნობს, მეგობრობდნენ და ერთადაც სწავლობდნენ.

 

ლობჟანიძე იმასაც ამბობს, რომ მას და თამარს დაბადების დღე ორივეს 19 ივნისს აქვთ და ბოლო დაბადების დღე თბილისის ერთ-ერთ რესოტარანში აღნიშნეს.

 

„ფიზიკურად ერთმანეთი 19 ივნისის შემდეგ არ გვინახავს. მე და თამარს, ორივეს, 19 ივნისს გვაქვს დაბადების დღე. ერთად ლისზე და ძველ თბილისში აღვნიშნეთ. ერთმანეთს ვუღებდით ვიდეოს“, – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X