22:01 | 2020-07-27 ავტორი: თამთა თორდია

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერს კვლავ ვერ ხსნიან – საქმეში შესაძლოა აშშ-ის ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერს კვლავ ვერ ხსნიან – საქმეში შესაძლოა აშშ-ის ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა დაღუპულის კომპიუტერის გახსნა, ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად ამერიკის ფედრალური ბიუროს სპეციალისტებს მიმართოს.

 

„აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც.

 

სანახობის მოყვარულო მდედრნო და მამრნო... ბაჩალიაშვილის ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ! – ნუგზარ სულაშვილის ემოციური წერილი
2020-07-27სანახობის მოყვარულო მდედრნო და მამრნო... ბაჩალიაშვილის ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ! – ნუგზარ სულაშვილის ემოციური წერილი

 

 

უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში.

 

აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ – შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

წამყვანის კითხვაზე: ამ კომპიუტერში დევს პასუხი კითხვაზე რა დაემართა თამუნა ბაჩალიაშვილს? – რამიშვილმა უპასუხა: „შესაძლებელია. მე წინასწარ ვერ გეტყვით რა დევს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იყოს აღმოჩენილი“, – განაცხადა რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები