fbpx
14:16 | 2020-12-17 ავტორი: Prime Time

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დაიხურა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გინდა დარჩე 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! - ბაჩალიაშვილის სულისშემძვრელი ვიდეოჩანაწერი
2020-09-24გინდა დარჩე 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! - ბაჩალიაშვილის სულისშემძვრელი ვიდეოჩანაწერი

 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორი: Prime Time
X