18:03 | 2020-07-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო, თსუ-მ კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გადადო

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო, თსუ-მ კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გადადო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 წლის თსუ-ის სტუდენტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს უსამძიმრებს.

 

„თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.

 

Exclusive: ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი - რა დაწერა მან გარდაცვალებამდე
2020-07-22Exclusive: ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი - რა დაწერა მან გარდაცვალებამდე

 

მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში – უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში.

 

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარი ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის ემზადებოდა საბაკალავრო პროექტის დასაცავად, რის შემდეგაც შეუერთდებოდა თსუ-ს 2020 წლის 3500 კურსდამთავრებულს. 25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება.

 

ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

 

 

ამავე თემაზე:

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X