00:29 | 2020-08-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი თუ თვითმარქვია ბებია – თეონა თამაზაშვილი ნათესაურ კავშირზე საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი თუ თვითმარქვია ბებია – თეონა თამაზაშვილი ნათესაურ კავშირზე საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზიშვილი მედიასთან საუბრობს  ნათესაურ კავშირზე იმ ქალბატონთან, რომელმაც გუშინ, „იმედის“ ეთერში თავი ბაჩალიაშვილის გამზრდელ ბებიად გამოაცხადა.

 

თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ რიტა ზურაბიშვილი თამუნას ბებია კი არა, ოჯახის  შორეული ნათესავია და მათ შორის დაპირისპირების გამო, რიტა ზურაბიშვილმა ამ გზით გადაუხადა სამაგიერო.

 

„ეგ ქალი თამუნას გამზრდელი ბებია კი არა, ჩვენი შორეული ნათესავია. ის ჩემთან დაპირისპირებული იყო და ახლა, თამუნას ორმოცისთვის სამაგიერო ამ გზით გადამიხადა.

გული ტკიოდა, არ ჰქონდა არავისთან მსგავსი ურთიერთობა - თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ახალ დეტალებზე
2020-08-28გული ტკიოდა, არ ჰქონდა არავისთან მსგავსი ურთიერთობა - თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ახალ დეტალებზე

 

ის ქალი კარანტინში იმყოფებოდა, თამუნა როგორ მივიდოდა მასთან გეჯაძეზე ან სხვა ვინმეზე სასაუბროდ?

 

ახლა, ბაჩანა ვეღარ ფიგურირებს საქმეში და ამ ქალბატონმა შეითავსა მისი როლი.  კიდევ ერთხელ განვმარტავ, ის თამუნას ბებია არ არის, ჩემი შორეული ნათესავია.

 

ჩვენ ამ მძიმე წუთებში, ამ  სისხლით ნათესავ ქალზე მეტად უცხო ადამიანები გვიდგას მხარში. მადლობა მათ და მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მეზობლებს.“ – ამბობს თამარის დედა.

 

შეგახსენებთ, გუშინ, „ქრონიკას“ რიტა ზუარბიშვილმა ინტერვიუ მისცა. მან თავი თამარ ბაჩალიაშვილის ბებიად გამოაცხადა და თქვა, რომ თამარი თავის უფროსზე იყო შეყვარებული.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +