fbpx
20:43 | 2020-08-15 ავტორი: Prime Time

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: თუ შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, ისეთებს დავატრიალებ, მტრისას

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: თუ შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, ისეთებს დავატრიალებ, მტრისას

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უხცადებს, – ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

 

ოჯახი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს და გადაწყვეტილების მისაღებად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

 

„რთულია შვილს, რომ ხედავ...“ - რა აჩვენეს ბაჩალიაშვილის დედას შსს-ში, რის გამოც ის ცუდად გახდა
2020-08-12„რთულია შვილს, რომ ხედავ...“ - რა აჩვენეს ბაჩალიაშვილის დედას შსს-ში, რის გამოც ის ცუდად გახდა
„ბატონ შოთაძეს ვუთხარი, რომ შსს-სთან აღარ მინდა ურთიერთობა და მინდა ყველაფერს თქვენთან გავეცნო-მეთქი. მე გუშინ გავაჟღერე, რომ მისი ნდობის ფაქტორი მაქვს. თავიდან შსს-ს იმედიც მქონდა და იმიტომ გავატანე კომპიუტერი. ასე რომ მცოდნოდა, რომ ასე შეეცდებოდნენ საქმის ჩაფარცხვას, ყველაფერის წაშლას, არ გავატანდი.

 

ანალოგიური მოთხოვნა იქნება ბატონი შოთაძის მიმართაც. თუკი ოდნავ მაინც შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, მის მიმართაც დამეკარგება ნდობა. მოქმედება უნდა დამანახოს, ამას ველოდები და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა “ფორმულასთან”.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X