fbpx
00:47 | 2020-09-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა – თამუნა ძილში კრთოდა, მთელი ღამე პირჯვარს ვწერდი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა – თამუნა ძილში კრთოდა, მთელი ღამე პირჯვარს ვწერდი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ „ტევე პირველის“ ეთერში შვილის გაუჩინარების წინა ღამე გაიხსენა.

 

თეონა თამაზაშვილის თქმით, თამარი ძილში კრთოდა, რასაც მისი გადაღლით ხსნიდა.

 

„ბოლო საღამოს ერთად ვუყურეთ სერიალს, „ჩემი ცოლის დაქალებს“. როგორც ყოველთვის მოწყენილი და ჩაფიქრებული იყო. მიზეზს, რომ ვეკითხებოდი არაფერს მპასუხობდა. ასე ალბათ იმიტომ იყო, აშინებდნენ, ალბათ ჩვენ დაგვმართებდნენ რამეს.

 

დაძაბული იყო. ჩემს გვერდზე ეძინა და იმდენად იყო შეშინებული, რომ ძილში კრთოდა. მთელი ღამე პირჯვარს ვწერდი. მის ასეთ მდგომარეობას გადაღლით ვხსნიდი.

 

ორ სამსახურში მუშაობდა და იღლებოდა, თან მაგისტრატურისთვის ემზადებოდა. წინა კვირას ბრიტანული ინგლისურის გამოცდა ჩააბარა.“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X