fbpx
18:12 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის თქმით, 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა

თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის თქმით, 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. ამის შესახებ ზურაბაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე „გამოგონილი“ პიროვნებაა.

 

„მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა – ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი: Prime Time
X