16:21 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

თაკო ფხაკაძის გარეგნობამ გამომწერები აალაპარაკა – რას პასუხობს მათ „ნიჭიერის“ ჟიური

თაკო ფხაკაძის გარეგნობამ გამომწერები აალაპარაკა – რას პასუხობს მათ „ნიჭიერის“ ჟიური

მას შემდეგ, რაც „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელმა და „რუსთავი 2“-ის მმართველმა დირექტორმა თაკო ფხაკაძემ „ფარულ კონვერტში“ პირადსა და საქმიან ცხოვრებაზე ისაუბრა, საზოგადოების ინტერესი არ ცხრება.

 

 

„ნიჭიერის“ ეთერში გასვლიდან მალევე ერთ-ერთი თემით, რომლითაც საზოგადოება დაინტერესდა, თაკო ფხაკაძის გარეგნობაა. საზოგადოების ნაწილს აინტერესებს, როგორ ახერხებს ასეთი ფორმის შენარჩუნებას. საზოგადეობის ნაწილი კი ითხოვს, უპასუხონ სად იღებავს თამას ყველაზე დახვეწილი და ექსტრავაგანტული ჟიური.

 

 

სოციალურ ქსელებში გამოხმაურება დიდია. იწერება უამრავი პოზიტიური კომენტარი, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

 

„გამორჩეულად გონიერი და მშვენიერი ქალბატონი!“;

 

რა კარგი ვინმე ყოფილა ეს ქალი. კეთილი, ჭკვიანი, წინდახედული, ძლიერი ქალია აშკარად, რაც მან ილაპარაკა თუნდაც მეუღლესთან მიმართებით. ტაქტიანი, ყურადღებიანი..“;

 

„ამ ქალბატონისგან მოდის დადებითი აურა“;

 

„რა კარგია, ასე თავდაჯერებულად რომ გზრდიან, მალადეც, შენს მშობლებს“.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ თაკო ფხაკაძისა და მისი მეუღლის ისტორია

 

ავტორი: Prime Time

X