10:54 | 2021-10-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თაკო ჩარკვიანის მიერ რუსთაველის დაზანზარება და ვერანაირი შიმშილობა გავლენას ვერ იქონიებს – ალუდა ღუდუშაური

თაკო ჩარკვიანის მიერ რუსთაველის დაზანზარება და ვერანაირი შიმშილობა გავლენას ვერ იქონიებს – ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.

 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილს ქართულ ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს და ამაზე ვერაფერი გავლენას ვერ მოახდენს.

კურიერს გული შეუწუხდა, მიშამ სასწრაფოში დარეკა და სასწრაფოს პოლიციაც მიჰყვა, ასე იქნებოდა და გვიმალავენ - ლელა ჯეჯელავა
2021-10-14კურიერს გული შეუწუხდა, მიშამ სასწრაფოში დარეკა და სასწრაფოს პოლიციაც მიჰყვა, ასე იქნებოდა და გვიმალავენ - ლელა ჯეჯელავა

 

„თავი დაანებონ კეკლუცობას და სპეკულაციებს. ვერც ვერანაირი თაკო ჩარკვიანის რუსთაველის დაზანზარება და ვერანაირი შიმშილობა გავლენას ვერ იქონიებს. გარწმუნებთ, სააკაშვილს ქართულ ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს. იშიმშილებს, ჯანდაცვის სისტემა მიხედავს“, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X