fbpx
13:32 | 2020-04-11 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ტაილანდის მეფემ 20 ქალთან ერთად თვითიზოლაცია დაასრულა

ტაილანდის მეფემ 20 ქალთან ერთად თვითიზოლაცია დაასრულა

ტაილანდის მეფემ თვითიზოლაცია დაასრულა და სასახლეში ფესტივალისთვის დაბრუნდა. იზოლაცია მან სასტუმროში გაატარა, რომელშიც მასთან ერთად, მის ჰარამხანაში მყოფი 20 ქალი იმყოფებოდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, 67 წლის მონარქმა, ბავარიაში არსებული 4-ვარსკლავიანი სასტუმრო დატოვა და ბანგკოკში გაფრინდა, რათა „ჩაკრის ფესტივალს“ შეუერთდეს.

 

ფესტივალის დროს, სამეფო დინასტიის დაფუძნება აღინიშნება. ცნობილია, რომ ტაილანდის ავიახაზებმა მიმოსვლა ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო რამდენიმე კვირის წინ შეაჩერა, თუმცა როგორც ჩანს, სპეციალურად მეფეს ჩაფრენის უფლება მისცეს.

 

ამ ეტაპისთვის ტაილანდში კორონავირუსის 2,423 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 32 გარდაიცვალა, ხოლო 940 განიკურნა.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

X