fbpx
21:27 | 2020-11-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“Super ბებიები” – ვინ წაიყვანს თოქშოუს ლაურა რეხვიაშვილთან ერთად

“Super ბებიები” – ვინ წაიყვანს თოქშოუს ლაურა რეხვიაშვილთან ერთად

ხვალიდან, 21 ნოემბრიდან, შაბათ-კვირას “ფორმულას” შუადღის პირდაპირ ეთერს (3-ის ნახევრიდან 4-ის ნახევრამდე) განსხვავებული შოუ – “Super ბებიები” დაიკავებს.

 

შოუ სამი სხვადასხვა პროფესიის ქალბატონს მიჰყავს. ესენია – მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და ექიმი რუსო თოდრაძე.

 

როგორც ლაურა რეხვიაშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ეს იქნება სრულაიდ განსხვავებული პროფესიებიდან მოსული ქალბატონების სამეულისგან შემდგარი შოუ. მსახიობი ახალი გამოწვევისთვის მზადაა.

 

ლაურა რეხვიაშვილი: – სამი სხვადასხვა გზიდან მოსული, ერთმანეთისგან განსხვავებული ქალები წავიყვანთ “სუპერ ბებიებს”. ჯანა ჯავახიშვილს სატელევიზიო შოუებიდან ვიცნობდი. აქტიური ქალბატონია, როგორც ფსიქოლოგი. ლექციებს კითხულობს, სიმპოზიუმებს ატარებს. საინტერესო, ჭკვიანი ქალია. მესამე წამყვანი, რუსო თოდრაძე, უროლოგია, მას აქამდე არ ვიცნობდი. ის ანი სუბელიანის დედაა.

 

ეს შოუ ჩემთვის აბსოლუტურად ახალი გამოწვევაა. ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ არ შევუშინდი, რადგან მსახიობი ვარ და მომენატრა სარეპეტიციო დარბაზი, პერსონაჟის კეთება, აუდიტორია.

 

თეატრი დაკეტილია, სერიალი გაყინულია, კინო – ქვესკნელში წევს… ჩემი ფანტაზიით ეს გამოწვევა ასე მივიღე – შოუში მომცეს როლი! ამ მიდგომამ გადამაწყვეტინა შოუს წამყვანობა. თავს მივეცი დავალება, რომ ეს როლი უნდა ვითამაშო.

 

2020-09-18"წარბები გამექუცა... მივადექი და დედა ვუტირე. უწარბო ვარ!"- რა აუკრძალა რეჟისორმა ლაურა რეხვიაშვილს

 

არ ვიცი, როგორი იქნება ეს როლი. ვნახოთ, პროცესში. მე, როგორც გამძაფრებული ინტუიციის ადამიანი, ძალიან მალე მივხვდები, გამომდის თუ არ გამომდის. ორივე შემთხვევაში მაყურებლისგან გავიგებ. თუ გამომივა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება, არ გამომივა და უმტიკვნეულოდ შევეშვები და მივხვდები, რომ ჩემი არ არის.

 

ვმუშაობდით პირბადეებით. ხვალ გადაღების დროს პირველად მოვიხსნით პირბადეს.

 

ეს გახლავთ პირდაპირი ეთერი. თემებს პროდიუსერი და სცენარისტი გვაძლევენ, აქტუალურს, რა საკვირველია. ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება საინტერესოდ გავართვათ თავი.

 

ჩვენს გამოცდილებას და ასაკს მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ტემპორიტმით, გემოვნებით, ნაცხოვრებით შეიძლება არა მხოლოდ ასაკიანი მაყურებელი, არამედ ახალგაზრდებიც დავაინტერესოთ.

 

იცით, რა მხიბლავს Super ბებიებში? უფროსი თაობის ადამიანები დღეს ნაკლებად საუბრობენ, საზოგადოების ამ ნაწილის ხმა მიჩქმალულია, თითქოს საჭირო არც არის. არადა, არსებობს მილიონი ადამიანი, რომელსაც ასაკში გამოცდილების და ჭკუის გამო ბევრი რამ მოეკითხება.

 

გვიყურეთ, ველოდებით კეთილ შენიშვნებს. ვნახოთ, რას მოგვთხოვს გუნება. მე არ მეშინია.

 

ვიდეო: ფორმულა

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X