14:25 | 2020-04-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

„სუნთქვა მიჭირს, მიყვარხარ“ – CoViD-19-ით ინფიცირებული მედიკოსის ბოლო სიტყვები დას

„სუნთქვა მიჭირს, მიყვარხარ“ – CoViD-19-ით ინფიცირებული მედიკოსის  ბოლო სიტყვები დას

48 წლის ქიზი კელი, რომელიც  ნიუ-იორკში „Mount Sinai West“-ის საავადმყოფოში მუშაობდა და ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უვლიდა, CoViD-19-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ buzzfeednews-ი ავრცელებს.

 

ქიზის დამ, მარია პატრიცია შერონმა, ძმის ინფიცირების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ის რეანიმაციისა და ინტესიური განყოფილების ცენტრში გადაიყვანეს.

 

18 მარტს მარიამ ძმისგან შეტყობინება მიიღო.

 

„რეანიმაციისა და ინტესიური განყოფილების ცენტრში ვარ. ავად ვარ, მაგრამ ყველაფერი რიგზეა“.

 

ქიზიმ დას სთხოვა ოჯახისთვის არაფერი ეთქვა, რადგან არ უნდოდა მათ ზედმეტად ენერვიულათ.

 

ოჯახმა იცოდა, რომ ქიზი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მაგრამ არ იცოდნენ, რომ მისი მდგომარეობა ასეთი მძიმე იყო. ქიზის ასთმა ჰქონდა. მაგრამ მან მშობლებს უთხრა, რომ მისი სიმპტომები სუსტი იყო და ის თავს კარგად გრძნობდა.

 

„ის ჩვენზე მუდმივად ზრუნავდა. ვიცოდი, რომ მას არ უნდოდა ოჯახს ენერვიულა. მე მას რამდენიმე შეკითხვა კიდევ დავუსვი, მაგრამ მითხრა, რომ თუ ლაპარაკს ეცდებოდა, დაიხრჩობოდა, რადგან სუნთქვა არ შეეძლო – სუნთქვა მიჭირს, მიყვარხარ, მითხრა მან“, – იხსენებს მარია.

 

მას შემდეგ კი რაც მარიამ მას ხელმეორედ გადაურეკა, ქიზიმ უთხრა, რომ ის ძალიან დაღლილი იყო და დაძინება სურდა.

 

6 დღის შემდეგ, სამშაბათ საღამოს, ოჯახს საავადმყოფოდან მისი გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები