23:54 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

სულისშემძვრელი ფოტოები სტიქიის ზონიდან – ცეცხლში გახვეული თურქეთი

სულისშემძვრელი ფოტოები სტიქიის ზონიდან – ცეცხლში გახვეული თურქეთი

თურქეთის სამხრეთ სანაპიროებზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.

 

ხანძრის გამო, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. თურქეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დაზიანებულ სახლებს აღადგენენ და ზარალს აანაზღაურებენ.

 

თურქეთში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან. სპეციალური ჯგუფები რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან მობილიზებული არიან დასახმარებლად.

 

 

 

 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!