fbpx
11:09 | 2020-10-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“სულ ვორჭოფობდი, შემეჭრა თუ არა თმა” – მაია ასათიანი ახალი იმიჯით

“სულ ვორჭოფობდი, შემეჭრა თუ არა თმა” – მაია ასათიანი ახალი იმიჯით

მაია ასათიანი “ინსტაგრამზე”, მიმდევრებს, ახალი ვარცხნილობით წარუდგა. როგორც ამბობს, გადაცემაც ამ ახალი იმიჯით ჩაწერა. ტელეწამყვანის ახალ ფოტოებს მიმდევრების გამოხმაურება მოჰყვა – ნაწილი უქებს ახალ იმიჯს, დიდი ნაწილი კი ქერა გრძელი თმის მომხრეა.

 

მაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარიკი ეხურა და ჯერჯერობით თმის შეჭრას არ გეგმავს.

 

No description available.

 

მაია ასათიანი: – ჩემი ძველი ვარცხნილობა ძალიან მენატრებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ მქონდა და ჩემი თავი ამ ბიჭურ ვარცხნილობაში მიყვარდა. სულ ვორჭოფობდი, შემეჭრა თუ არა თმა. მაინც ვერ გავრისკე გრძელი თმის მოჭრა.

 

“თმის სახლში” მათხოვეს პარიკი და დავიხურე. რაღა დაგიმალოთ და – ეს განახლებული, სხვანაირი იმიჯი ძალიან მომეწონა. მაგრამ ახლა გრძელ თმაში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ხანდახან შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება. მრავალფეროვნებისთვის კარგია.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X