fbpx
19:37 | 2020-10-24 ავტორი: Prime Time

„სუფრაც არ გვექნება დიდი, დაახლოებით 60 კაცი იქნება“ – კორონავირუსის მიუხედავად, მარნეულში ქორწილისთვის ემზადებიან

„სუფრაც არ გვექნება დიდი, დაახლოებით 60 კაცი იქნება“ – კორონავირუსის მიუხედავად, მარნეულში ქორწილისთვის ემზადებიან
ბოლო პერიოდში საქართველოში რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქორწილო ღონისძიებები ნაკლებათ, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, საქორწილო დარბაზები ოფიციალურად დაკეტილია, თუმცა დღესასწაულს ახალდაოჯახებული წყვილები მაინც აღნიშნავენ, არიან წყვილები რომლებიც საკუთარ სახლებში ზეიმობენ, ბევრი სტუმრით და დიდი სუფრებით.
„პრაიმტაიმი“ სწორედ ასეთ წყვილს გაესაუბრა. ახალგაზრდები ხვალინდელი ნიშნობისთვის ემზადებიან.
,,ხვალ ნიშნობა გვაქვს და დღეს მოვედით სალონში დეტალების გასარკვევათ, სახლში ვაკეთებთ სუფრას, რესტორნები დაკეტილია, სუფრაც არ გვექნება დიდი, დაახლოებით 60 კაცი იქნება.”
გვითხრა ჰუსეინმა.
მარნეულელი ნონა სამხარაძე „პრაიმტაიმთან” ყვება,რომ ქალქში მის საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე დარბაზია, სადაც ყოველ საღამოს ქორწილია.
,,სადაც ვცხოვრობ, საქორწილო დარბაზებია ირგვლივ, თითქმის ყოველ საღამოს ისმის მუსიკის ხმა, ისე რომ ჩემს ბინამდეც ამოდის ხმა, ჩემს ფეისბუქ გვერდზე ბევრჯერ დავპოსტე ამის შესახებ და შესაბამისი სამსახურებიც მოვნიშნე, მაგრამ სულ ტყუილად, ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ეს ჯარიმები სტანდარტული მგონია და ალბათ არც მეპატრონეებს აღარ ეშინიათ ჯარიმების, ან შერჩევით ხდება ადამიანების დაჯარიმება, მარნეულში კანონი არასდროს არ კანონობს“ – ამბობს ნონა სამხარაძე.

მარნეულის მერიაში საკითხთან დაკავშირებით, მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძემ გვითხრა,რომ იმ შემთხვევაში როცა მერია იგებს მსგავსი ფატების შესახებ, აუცილებლად ატარებს შესაბამის ღონისძიებას.

,,როდესაც ჩვენამდე მოდის ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ, მერიის ზედამხედველობის სამსახური აუცულებლად მიდის ადგილზე და იღებს შესაბამის ზომებს, თუ საჭირო ხდება ჩვენ ვუკავშირდებით შსს-ს”,- გვითხრა ლობჟანიძემ.

ცნობისთვის ,საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქორწილები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები აიკრძალა.
ავტორი: მარიამ ქველაძე 
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X