15:02 | 2020-03-23 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სუბარი – მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობა  ამ ვითარებას გაგებით შეხვდა

მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, მუშაობს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა – საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები.

 

„შექმნილია ადგილზე სამუშაო შტაბი. მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობისთვის. პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

 

არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტიდან არიან იქ შემთხვევით მოხვდნენ. ითხოვენ  გამოყვანას. ბუნებრივია, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მათ მოუწევთ ორკვირიანი კარანტინის გავლა და ისინი ვერ დატოვებენ ტერიტორიას.

 

მუშაობს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა – საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები, ექიმები.

 

ავადმყოფები, დაუბრკოლებლად შედიან და გამოდიან, ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც არის ჯანდაცვის სპეციალისტებისგან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

22 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.

 

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X