22:00 | 2020-09-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სტუმრად მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა – უბედური შემთხვევა რუსთავში

სტუმრად მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა – უბედური შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაიცვალა.

„ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავში, XIX მიკრორაიონში, 43 წლის კაცი მეგობრებთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით ბინაში 3-4 პირი იყო, მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

 

ფაქტს შსს ადასტურებს და აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

 

გორში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
2020-09-13გორში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X