fbpx
14:21 | 2020-03-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ – ტიკარაძე

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა, პირველ რიგში, მარნეულში მოხდება.

 

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს.

 

ერთ-ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება.

 

მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას.

 

ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეულის რეგიონი, რაც რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისე სწრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ ეს მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და მისი დინამიურობის გაკონტროლების“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X