19:10 | 2020-10-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სტრესის ფონზე ფიქრობთ, რომ კორონავირუსის სიმპტომები თქვენც გაქვთ?! – აი, რას გირჩევთ ფსიქოლოგი

სტრესის ფონზე ფიქრობთ, რომ კორონავირუსის სიმპტომები თქვენც გაქვთ?! – აი, რას გირჩევთ ფსიქოლოგი

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10225-ს შეადგენს. ინფიცირებულების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, სად და რა ვითარებაში დაინფიცირდა, რაც მასობრივ შიდა გადადებაზე მიანიშნებს.

 

როცა თქვენი ახლობელ-მეგობრების დაინფიცირების შესახებ შეგიტყვიათ და მოსაკითხად დაგირეკავთ, ალბათ გიგრძვნიათ ზუსტად ის სიმპტომები, რაც მას კორონავირუსის შემთხვევაში უფიქსირდება – ყელში უსიამოვნო შეგრძნება და ტემპერატურის მატებაც კი, თან ეს ყველაფერი იმ დროს, როცა ინფიცირებულთან კონტაქტი არ გქონიათ.

 

არის თუ არა ეს ნორმალური რეაქცია და როგორ შეიძლება მისი დაძლევა – ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.

 

საგანგაშო პროგნოზი: უახლოეს წლებში კიბოს შემთხვევები 70%-ით გაიზრდება - ნახეთ სტატისტიკა
2020-10-08საგანგაშო პროგნოზი: უახლოეს წლებში კიბოს შემთხვევები 70%-ით გაიზრდება - ნახეთ სტატისტიკა

 

„ეს სტრესულ სიტუაციებში ნორმალური რეაქციაა. დადგა ის ეტაპი, რომ კორონავირუსი თითოეულ ადამიანს ძალიან მოგვიახლოვდა. ამ დროს ადამიანებს მაღალი საფრთხის განცდა აქვთ. ეს ფაქტი პრაქტიკაში და მეცნიერულადაც ცნობილია, ვლინდება მაღალი შფოთვით, ძილის დარღვევით, ამ შემთხვევაში, თითქოს სიმპტომების ქონით – ეს ყველაფერი ნორმალურია.

 

ამის ცოდნა არავის ამშვიდებს, თუმცა გარკვეულწილად იქნებ ამშვიდებს კიდეც. ხშირად ადამიანებს აქვთ განცდა და უჩნდებათ სხვა მიმართულებით შიშები – რომ ეს ფსიქიკური პრობლემები ხომ არ არის, განსაკუთრებით ძილის რეჟიმის დარღვევის დროს“.

 

– შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენი შფოთვის გამო ეს რეალობა გახდეს?

 

„ამას ირაციონალურ აზრს ვეძახით. ზოგჯერ შეიძლება იყოს აკვიატებული და იწვევდეს მაღალ შფოთვას, ეს შესაბამის ემოციურ, სხეულებრივ რეაქციებს იწვევს.

 

ეს შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება და ა.შ. ეს პანიკის მდგომარეობაა. ვირუსის გადადება და ვირუსის გავრცელება ორგანიზმში მხოლოდ და მხოლოდ ვირუსით დასნებოვნების შემთხვევაში ხდება. სხვა ფსიქოგენური წარმომავლობა არ არსებობს.

 

ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა
2020-10-08ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა

 

პანიკას რაც შველის, ეს მეტი ინფორმირებულობაა. ამ შემთხვევაში ვირუსის სიმპტომებზე უნდა გქვონდეს ბევრი ინფორმაცია. ასევე, საკუთარ პირად ემოციურ ეკოლოგიაზე უნდა ვიმუშაოთ. 

 

ინფორმაციის ქონა ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამცავი ფაქტორია. თუნდაც, სტრესის სიმპტომებზე ინფორმაციის ქონა, თუნდაც კონკრეტულ დაავადებაზე ინფორმაცია, ეს გეხმარება, რომ ემოციური აღზნება ცოტა შეამცირო.

 

ამას სტრეს-მოწყვლადობა ჰქვია. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად, სტრესმოწყვლადობით გამოირჩევიან და ეს მათ სტატუსთან დაკავშირებული სულაც არ არის. ეს განპირობებული შეიძლება იყოს ბევრი ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორით.“

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები