19:38 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

სტრესი მაქვს… მინდა, მოვდუნდე და დასვენებით ვისიამოვნო, მაგრამ არ გამომდის – რა სიახლეებია ნინი ბადურაშვილთან

სტრესი მაქვს… მინდა, მოვდუნდე და დასვენებით ვისიამოვნო, მაგრამ არ გამომდის – რა სიახლეებია ნინი ბადურაშვილთან

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, ბევრი შესაძლებლობა შეზღუდულია და საქმიან, თუ შემოქმედებით ცხოვრებაში ბევრ ჩვენგანს ხელი ძალიან შეეშალა, ნინი ბადურაშვილისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა – მომღერალმა საკუთარი კოსმეტიკური ხაზი შექმნა.

 

„დიდი ხანია, მინდოდა, საკუთარი ბიზნესი მქონოდა. მარტო იმიტომ არა, რომ სიმღერის გარდა, სხვა შემოსავლის წყარო გამჩენოდა, ძალიან მიყვარს საქმის კეთება“, – ამბობს „თბილისელებთან“ ნინი ბადურაშვილი.

 

– შემოქმედებითი სიახლეები, ივენთები – წარსულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც, ახალი ბიზნესი, ბავშვი, ოჯახი… როგორ ეს ყველაფერი ერთად?

 

– მართლა არ ვიცი. ძალიან რთულია და მართალი გითხრათ, სტრესი მაქვს. მაგრამ ვერ დავიწუწუნებ, ხასიათიც ასეთი მაქვს, სახლში უსაქმოდ ჯდომა და ნებივრობა არ შემიძლია. ამ დროსაც რაღაც უნდა ვაკეთო. საკუთარ თავს მოშვების უფლებას არ ვაძლევ. ზოგჯერ მინდა, მოვდუნდე და დასვენებით ვისიამოვნო, მაგრამ არ გამომდის. ჩემი ოცნებაა, ცოტა მსუბუქად ვუყურებდე ცხოვრებას და დასვენებასაც ვირგებდე, რაც არასდროს გამომდის. ვხვდები, რომ დასვენებისა და განტვირთვისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაა საჭირო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობ,“- ამბობს ნინი.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!