18:18 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

StopCov – მარნეული მოხალისეთა მობილიზებას იწყებს

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იწყებს მოხალისეთა მობილიზებას. მოხალისეები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას და სხვა აქტივობებს. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების თვითიზოლაციის ხელშეწყობისაკენ. გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩაერთოთ პროექტში.

 

აქტივობაში ჩართვისთვის აუცილებელია მოქალაქე იყოს სრულწლოვანი 18 წლიდან- ზევით; პროექტის ჩასართვის სურვილის შემთხვევაში შეავსე განაცხადის ფორმა შემდეგ ლინკზე: მოხალისეები აღიჭურვებიან შესაბამისი ეკიპირებით და გაივლიან სპეციალურ ტრეინინგს; დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ადილ ალიევი. ტელ: 599 39 09 34; მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ბეთქილ ნავერიანი. ტელ: 599 62 52 62 მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე. ტელ: 595 18 98 68;

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X