17:13 | 2021-04-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი მატულობს, მოიმატა​ სიკვდილობამაც – დავით გადელია

სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი მატულობს, მოიმატა​ სიკვდილობამაც – დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით, რამდენიმე დღეა  სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი და სიკვდილობა მატულობს.

 

„რამდენიმე დღეა ვატყობ, რომ სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი ოდნავ მატულობს და სიკვდილობამაც მოიმატა. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი შიშის ხმამაღლა გამოხატვა.

 

ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი - გიორგი ფხაკაძე
2021-04-05ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი - გიორგი ფხაკაძე

 

ზოგადად, მორალისტად ვერ გამოვდგები, სუფთა პროფესიონალურ დონეზე ვიტყვი, თუ ექიმი ხარ, ასეთი რამე არც კი უნდა იფიქრო. ხომ იციან ექიმებმა, რომ ყველა მათ უყურებს. მეც აცრის პირველივე დღეს ავიცერი, რადგან ისინი, ვისაც ჩემი სჯეროდა, მეკითხებოდნენ რას იზამო. ცოტა ყოფილა ისეთი ახალი მედიკამენტები, რომელიც ახალი იყო? და ძალიან წარმატებითაც ვცადეთ. საკუთარი თავი უფრო მეტად გვიყვარს? არ არის ეს სწორი მიდგომა. ძალიან აღშფოთებული ვარ, განსაკუთებით ექიმების დამოკიდებულებით. ეს ხდება არა მხოლოდ შიშის გამო, არამედ, აქტიური ანტივაქსერობაა ეს, როდესაც სხვასაც უბიძგებ, რომ არ აიცრას. ეს არ შეიძლება“, – განაცხადა გადელიამ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X