12:18 | 2020-08-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „2019 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. კომპანიამ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო.

 

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივი და წარმატებაა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, როგორც ენერგეტიკული დარგის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ მიმართულებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ 20-მდე კერძო თუ საჯარო პროფესიულ სასწავლებლებთან, ძირითადად ელექტროინჟინერიის მიმართულებით.

 

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა და სტაჟირება მომავალი დასაქმების რეალური პერსპექტივით. კომპანიაში ყოველწლიურად ხორციელდება სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების” პროგრამა. წარჩინებული სტუდენტების წახალისების მიზნით, ყოველთვიურად სტუდენტებს ვუხდით სტიპენდიებს, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გაიმართა 30 ივლისს სასტუმრო „სტამბაში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დარგის 150-მდე კომპანიამ და პირმა.

 

 

 

R

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები