10:17 | 2020-03-12 ავტორი: თეონა აბესაძე

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დისტანციურ მომსახურებას კიდევ უფრო ააქტიურებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დისტანციურ მომსახურებას კიდევ უფრო ააქტიურებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტი კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს აბონენტების დისტანციურ მომსახურებას. აბონენტებს ან სხვა დაინტერესებულ პირებს, საშუალება აქვთ მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაცია მიიღონ კომპანიის მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე. მაგალითად, ქოლ ცენტრის (ტელ: 0322471707), სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვებ გვერდიდან უფასო ვებ ზარის (http://www.energo-pro.ge), ვებ გვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნით, ელექტრონული ფოსტის (info@eneergo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).

 

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს უკვე დიდი ხანია აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ყველა აღნიშნული მომსახურებით. თუმცა, ახლა დისტანციური მომსახურება კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ვთხოვთ ყველას, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით.“ – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ნაცვლიშვილმა.

 

დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებით, კომპანიის აბონენტები, კვირის მოლომდე დამატებით მიიღებენ რეკომენდაციებს სმს-ის საშუალებით.

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები